Water Discus Underwater Hotel-ის კონცეფციამ ახლო აღმოსავლეთში სასტუმრო და ტურისტული ინდუსტრია შეიძლება შეცვალოს – პროექტი შემუშავებულია, როგორც თანამედროვე მიწისზედა სასტუმროების ალტერნატივა.
კონცეფცია Deep Ocean Technology-ის ნოვატორმა არქიტექტორებმა შეიმუშავეს. პროექტის თანახმად, ფუტურისტული სასტუმრო აღჭურვილია ლიფტითა და კიბით, რომლებიც ნაგებობის ორ – წყალქვეშა და წყალზედა ნაწილებს აკავშირებს.
კომპლექსი უსაფრთხოა წელიწადის ნებისმიერ სეზონზე, ნებისმიერ ამინდში, ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი.
სასტუმროს წყალქვეშა ნაწილი სტუმრებს ოკეანის სიღრმეში, სიგრილეში დასვენების საშუალებას მისცემს ქვეყანაში, რომელიც საკმაოდ ცხელი კლიმატით გამოირჩევა.
სასტუმრო სამ საყრდენზე დგას, რომლებიც ოკეანის ფსკერზეა დამაგრებული. წყლის ზედაპირის ქვეშ განლაგებული დისკის დიამეტრი 10 მეტრია და მოიცავს 21 ნომერს, დაივინგ ცენტრსა და ბარს.
ყოველი ნომერი მაქსიმალურად არის ინტეგრირებული წყალქვეშა სამყაროსთან – სტუმრებს ადგილობრივი წყალქვეშა ფლორისა და ფაუნის აბსოლუტურად უსაფრთხოდ დათვალიერება შეეძლებათ.
სასტუმროს ზედა დონეზე განლაგებული იქნება ვერტმფრენების ასაფრენი მოედანი და სხვადასხვა საზოგადოებრივი ობიექტი.
დუბაის სამშენებლო კომპანიამ Drydocks World უკვე გააფორმა კონტრაქტი შვეიცარიულ ფირმასთან BIG InvestConsult რამდენიმე წყალქვეშა სასტუმროს მშენებლობაზე, რომელთაგან ერთ-ერთიაWater Discus Hotel.
პროექტის განმახორციელებელი კომპანიების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება შეიძლება მათ ოფიციალურ საიტებზე: drydocks.gov.ae/en/default.aspx და biginvest.ch.
0 კომენტარი:
Post a Comment