Friday აგრძელებს პოსტების სერიას ევროპის ყველაზე რომანტიული სასტუმროებისშესახებ.
სასტუმრო Portobello, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ესაა ძველებური სასტუმრო, სადაც შეიძლება დატკბეთ არაჩვეულებრივად ლამაზი ძველებური სტილის ინტერიერითა და ექსტერიერით, რომანტიკული ბაღებითა და ზოგადად, რომანტიკული გარემოთი, რომელიც მხოლოდ ძველი ინგლისის ცხოვრების წესისთვისაა დამახასიათებელი.
ნომრების ღირებულება 174 ფუნტი სტერლინგიდან იწყება.
Pegasus Suites and Spa, სანტორინი, საბერძნეთი
ამ ულამაზეს სასტუმროს არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობა აქვს. ის განლაგებულია ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ კუნძულზე – სანტორინიზე. ტრადიციული ბერძნული შეთეთრებული ექსტერიერი კარგად ეხამება კუნძულის უმშვენიერეს ბუნებრივ გარემოს.
ნომრების ფასი სასტუმროში 170 ევროდან იწყება.
სასტუმრო Aria, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა
ეს სასტუმრო არაჩვეულებრივად ლამაზი ინტერიერითა და ექსტერიერით პრაღის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია.
Aria-ს ინტერიერი ცნობილმა იტალიელმა დიზაინერებმა – როკო მეგნოლიმ და ლორენცო კარმელინიმ დააპროექტეს. მათვე ეკუთვნით მუსიკალური სალონის, სამზარეულოსა და მუსიკალური ბიბლიოთეკის პროექტებიც.
ამ სასტუმროდან პრაღის ყველაზე სახელგანთქმულ ღირშესანიშნაობებზე ულამაზესი ხედები იშლება.
სასტუმროში ნომრის ფასები 170 ევროდან იწყება.
0 კომენტარი:
Post a Comment