ვერანდა (ინგ.: veranda, verandah) არის ღია ან შემინული ფართი, რომელიც მიშენებულია საცხოვრებელ ნაგებობაზე. ჩვეულებრივ, მისი გათბობა არ ხდება. ვერანდის ტიპის კონსტრუქციები ფართოდ არის გავრცელებული ევროპაისა და ამერიკის ქვეყნებში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში.
ხშირად ვერანდა და ტერასა ერთმანეთში ერევათ, თუმცა მათ შორის საკმაო განსხვავებაა – ტერასა არის გახსნილი სივრცე, რომელიც მიწაზე მდებარეობს და დაფარულია მყარი საფარით – ხის ძელებით, ბეტონის ან ქვის ფილებით, აგურით და სხვ. რაც შეეხება ვერანდას, ის, როგორ ზემოთ აღვნიშნეთ, არის მთლიანად ან ნაწილობრივ დახურული ნაგებობა, რომელიც მიწის დონიდან მინიმუმ ნახევარი მეტრით მაღლა (ან უფრო მაღლაც) მიშენებულია სახლზე და ფაქტობრივად, საცხოვრებელი ფართის გაგრძელებას წარმოადგენს. თუმცა ტერასა შეუმინავი ვერანდის წინამორბედადაც შეიძლება ჩაითვალოს.
0 კომენტარი:
Post a Comment