კერძო სახლი 5 Manor Street მელბურნში, ბრაიტონის რაიონშია (ავსტრალია) განლაგებული. ეს არის ელეგანტური რეზიდენცია ოთხი საძინებელი ოთახით, სტუდიის ტიპის სასტუმრო ზონით, დასასვენებელი ოთახითა და კაბინეტით.
სახლი არის ფუფუნების, სტილისა და სიმყუდროვის შერწყმის საუკეთესო მაგალითი, სადაც უნიკალური არქიტექტურული ელემენტები მაღალ ტექნოლოგიებთან იკვეთება.
რაც შეეხება ინტერიერს, აქ ექსტრავაგანტულობა და მინიმალიზმი ერწყმის ერთმანეთს.
პანორამული ფანჯრები ერთგვარ საზღვარს ქმნის ნაგებობის შიდა ნაწილსა და ღია სივრცეს შორის, ხოლო სახურავზე განლაგებული კეთილმოწყობილი ტერასიდან ყურეზე არაჩვეულებრივი ხედი იშლება.
0 კომენტარი:
Post a Comment