არქიტექტურულმა სტუდიამ Cecconi Simone იორკვილში (ტორონტო, კანადა) პენტჰაუსის ინტერიერის დიზაინის პროექტი დაასრულა, რომელიც ძირითადად ორ ფერში – თეთრსა და მუქ ყავისფერშია გადაწყვეტილი. ფერთა გამას ემატება ღია ნაცრისფერი, შავი და ნარინჯისფერი დეტალები.
Cecconi Simone კანადაში საკმაოდ წარმატებულ არქიტექტურული სტუდიად მიიჩნევა. ის 1982 წელს ტორონტოში დაფუძნდა და დღემდე ათობით სასტუმროს, საცხოვრებელი სახლისა თუ რესტორნის ინტერიერის დიზაინის პროექტი აქვს განხორციელებული კანადაში, აშშ-ში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, კატარში, იტალიაში, ინდოეთსა და ჩინეთში.
პენტჰაუსის დანარჩენი ფოტოები ჩვენს გალერეაში:
About






0 კომენტარი:
Post a Comment