ამერიკელმა არქიტექტორმა პიტერ არჩერმა პენსილვანიაში (აშშ) ჰობიტების სახლი ააშენა.
ჰობიტების სახლის ფართობი სულ 55 კვადრატული მეტრია. ინტერიერი ტოლკინთან და მის ნაწარმოებებთან დაკავშირებული ნივთებითაა გაფორმებული, რომლებსაც სახლის მფლობელი 30 წლის განმავლობაში აგროვებდა. კოლექციაში შედის ტოლკინის ხელნაწერები, იშვიათი გამოცემები, რარიტეტული ჭადრაკი, იარაღი და სხვ.
ჰობიტის სახლი არქიტექტორის საცხოვრებელი სახლის გვერდზეა აგებული – ნაგებობებს ქვის ვიწრო ბილიკი აერთებს, რომლის გასწვრივაც ინგლისური ბაღია გაშენებული.
სხვათა შორის ჰობიტის საახლის ასაშენებლად ქვები მე-18 საუკუნის შენობის ნანგრევებიდან აიღეს, ხოლო სახურავისთვის ხელნაკეთი კრამიტი საფრანგეთიდან ჩაიტანეს.
არქიტექტორს არ დაუკონკრეტებია მშენებლობის ხარჯები, თუმცა განაცხადა, რომ მსგავსი პროექტის განხორციელებას უახლოეს მომავალში ტასმანიაზე გეგმავს.
0 კომენტარი:
Post a Comment