ჰემპშირი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ლამაზი საგრაფოა. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ის ქვეყანაში მესამე ადგილზეა.
ჰემპშირის ტერიტორიაზე განლაგებულია სახელგანთქმული ნაციონალური პარკი ნიუ ფორესთი (New Forest) – ინგლისის მეფეების საყვარელი სანადირო ადგილი.
ჰემპშირის საგრაფო ულამაზესი არქიტექტურითაც გამოირჩევა. აქ შეიძლება ნახოთ სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში აგებული არაჩვეულებრივი სასახლეები და ციხე-სიმაგრეები.
თუმცა დღეს საგრაფოს ტერიტორიაზე შემორჩენილ სახლებზე შევჩერდებით, რომლებსაც თითქოს ზღაპრის სამყაროში გადავყავვართ. სახლები 100-დან 200 წლამდე ასაკისაა და ნატურალური ქვითაა ნაშენი. სახლების ნაწილი კერამიკული ფილებითაა გადახურული, ნაწილი კი გადამუშავებული ჩალით. სახლის ამგვარი გადახურვის ტექნიკა – Thatched Roofs ინგლისში ჯერ კიდევ შემორჩენილია, თუმცა ამ საქმის სპეციალისტებს სულ უფრო იშვიათად შეხვდებით.
მოგვიანებით Thatched გადახურვის თემას კიდევ დავუბრუნდებით, ახლა კი დაათვალიერეთ ჰემპშირის საგრაფოს ზღაპრული სახლები
About
0 კომენტარი:
Post a Comment