ტირტა განგა – სასახლე წყალზე
სიტყვასიტყვით ტირტა განგა ნიშნავს „წყალი განგიდან“. ამ სახელით ბალიზე 1946 წელს მეფე კარანჰასემის ბრძანებით წყალზე აგებულ სასახლეს მოიხსენიებენ.
ეს სახელწოდება არა მხოლოდ სასახლეს, არამედ მთელ მიმდებარე ტერიტორიას ჰქვია, ახლომდებარე ულამაზესი სოფლების ჩათვლით.
ტურისტული თვალსაზრისით ტირტა განგა ბალიზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. მის დასათვალიერებლად ახლომდებარე კურორტებიდან – ამედიდან და კანდიდასიდან უამრავი ხალხი ჩადის.
ტირტა განგას მიმართულებით სპეციალურად ტურისტებისთვის განკუთვნილი რამდენიმე ავტობუსი მოძრაობს, ამიტომ იქამდე მიღწევა პრობლემას არავისთვის წარმოადგენს.
ადგილი ძალიან კარგადაა მომზადებული ტურისტებისთვის – გაყვანილია მრავალკილომეტრიანი გზები და ბილიკები, რომლებზე სეირნობისას შეიძლება თავად გამოიკვლიო ტირტა განგას ღირშესანიშნაობები: სასახლე წყალზე, არაჩვეულებრივი ლაბირინთი აუზებითა და შადრევნებით, უამრავი ქანდაკებითა და დეკორატიული ფიგურით გაფორმებული უზარმაზარი ბაღი.
ტირტა განგაში ნამდვილი სამეფო ატმოსფეროა. კომპლექსის სიამაყე 11 იარუსიანი შადრევანია. კომპლექსის მრავალრიცხოვან აუზებში ბანაობაც შეიძლება, თუმცა, ეს სიამოვნება ფასიანია და 20 ათასი რუპია ღირს.
0 კომენტარი:
Post a Comment