57 სართულიანი სამი უზარმაზარი ცათამბჯენი, რომლებშიც სასტუმრო ფუნქციონირებს, სქაი პარკის უზარმაზარი მოედნის საყრდენს წარმოადგენს.
სქაი პარკში განთავსებულია არაჩვეულებრივი აუზი, რომელიც უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული და 422 ათას ფუნტს იწონის. ასეთი ტიპის აუზებს ინფინითის – უსასრულოს უწოდებენ.
ინფინითი-აუზი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სივრცეს შეეზარდა, ვიზუალურად თითქოს ვერც ხერხდება ზღვრის გავლება – სად მთავრდება აუზი და სად იწყება ცა.
საოცარი აუზის გარდა სქაი პარკში არის ბაღები ასობით ხითა და მცენარეებით. ფუნქციონირებს უამრავი რესტორანი, ღამის კლუბი და სხვა გასართობი ობიექტები.
0 კომენტარი:
Post a Comment