ტბის კიდეზე აშენებული ამ ზღაპრული ქოხის ინტერიერი და ექსტერიერი მთლიანად დაუმუშავებელი ხის მასალითაა აშენებული და მოწყობილი. ეკოლოგიურად სუფთა სახლი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში – ასეთი იყო სახლის მფლობელის სურვილი.
სახლის ექსტერიერი და ინტერიერი მთლიანად ქანთრი სტილშია შესრულებული. თვალშისაცემია უბრალოება, ბუნებრიობა და ნატურალურობა ყველაფერში – მოსაპირკეთებელი მასალით დაწყებული დეკორის აქსესუარებით დამთავრებული. ყოველივე ეს კი ქმნის კომფორტულ, მშვიდ გარემოს, სადაც, ალბათ, ნებისნიერი ადამიანი ისურვებდა დასვენებას.
0 კომენტარი:
Post a Comment