ტიტიკაკას ტბა პერუსა და ბოლივიის საზღვარზე, ზღვის დონიდან 3811 მეტრზეა მდებარეობს. ამის გამო ის მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნიშნულზე არსებულ ისეთ ტბად მიიჩნევა, რომელშიც გემები მოძრაობენ. წყლის მოცულობის თვალსაზრისით კი ტიტიკაკა ყველაზე დიდი ტბაცაა მთელ სამხრეთ ამერიკაში.
თავიდან ასეთი კუნძულების არსებობა თავდაცვითი მოსაზრებით იყო განპირობებული – საფრთხის შემთხვევაში ტოტორებით გაცურვა და მტრისგან თავის დაღწევა შეიძლებოდა. ყველაზე დიდ მცურავ კუნძულზე ლერწმით გაკეთებული სახანძრო ანძაც კია შემორჩენილი.
ტოტორას დასამზადებლად აუცილებელი ლერწამი ტიტიკაკას ტბის ნაპირებზე იზრდება. გახმობის შემდეგ მას სამშენებლოდ იყენებენ, ძველი ლერწმის ადგილზე კი ახალი ამოდის.
ლერწმის კუნძულების ზედაპირი საკმაოდ მყიფეა. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ცურვის დროს ერთი არასწორი მოძრაობა და ლერწმის მთელი კონსტრუქცია დაიმსხვრევა. თუმცა ეს ასე არ არის – კუნძულები ძალიან მყარია და დიდ დატვირთვასაც უძლებს.
კუნძულების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება საკმაოდ მძიმე შრომასთანაა დაკავშირებული, თუმცა შრომა მათი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. ტურიზმს, როგორც აღვნიშნეთ, კარგი შემოსავალი მოაქვს, რაც ხალხისთვის წამახალისებელი ფაქტორია.
ამჟამად უროსის ტომის 2 ათასზე ცოტა მეტი წარმომადგენელია შემორჩენილი და ისინი არსად აპირებენ წასვლას, რადგან ტიტიკაკას ტბის ლერწმის კუნძულები მათი მშობლიური სახლია.
ტიტიკაკას კუნძულების კიდევ რამდენიმე ფოტო:






0 კომენტარი:
Post a Comment