წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ირგვლივ არავინ და არაფერია: მხოლოდ მზე და ოკეანე. ოკეანეში ასე დასვენება, როცა ყველაფერი თქვენი გასაკეთებელია, შეიძლება არც ისე მოხერხებული იყოს. თუმცა Cocoa Island Resort ტურიტებს მსგავს ატმოსფეროში დასვენების არაჩვეულებრივ შესაძლებლობას სთავაზობს, თანაც ნაპირიდან არც ისე შორს.
აეროპორტ Male-დან პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტზე – მალდივის კაკაოს კუნძულამდე მისვლას სწრაფმავალი მოტორიანი ნავით 30-წუთი სჭირდება. ტურისტებს ასევე შეუძლიათ კურორტის კუთვნილი ბორნითაც ისარგებლონ.
მსოფლიოში მრავალი ოტელი არსებობს, სადაც დაუვიწყარი დღეები შეიძლება გაატაროთ, მაგრამ ნავი-სასტუმროები ნამდვილად ყველასგან განსხვავებული და ორიგინალურია – რომანტიკულ გარემოს აქ უმაღლესი დონის სერვისი და კომფორტი ემატება.
Cocoa Island აღჭურვილია ყველაფრით, რაც ხარისხიანი დასვენებისთვის არის აუცილებელი – სპორტდარბაზის, რესტორნების, ბარების, სპა-სალონებისა და აუზების ჩათვლით. ხელმისაწვდომია ინტერნეტი და რაც მთავარია, შესაძლებელია ინდოეთის ოკეანის სუფთა სანაპიროებზე ნებივრობა.
ამ არაჩვეულებრივ კურორტზე ხის ნავებზე განთავსებული 36 ბუნგალო-სახლია, რომლებსაც კუნძულთან ორი ხის ხიდი აკავშირებს.
დაათვალიერეთ ამ არაჩვეულებრივი სასტუმროს ინტერიერისა და ექსტერიერის სხვა ფოტოები:
0 კომენტარი:
Post a Comment