რესტორანი Raduša ბოსნია-ჰერცოგოვინას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული სამთო-სათხილამურო ტრასასთან მდებარეობს.
ზღვის დონიდან 1720 მეტრზე აგებული შენობიდან მთებსა და ხეობაზე არაჩვეულებრივად ლამაზი ხედი იშლება. რესტორანი არქიტექტურულმა სტუდიამ 3LHD დააპროექტა. ამ არასტანდარტული შენობის ფასადი ფაქტობრივად მთლიანად შუშისაა და ჰარმონიულად ეხამება გარემოს.
სტუმრებისათვის რესტორანში ადგილობრივი სამზარეულოს საუკეთესო კერძები მზადდება, რომელთა მირთმევა საოცრად მყუდრო ინტერიერში, უზარმაზარ ბუხართან შეიძლება.
0 კომენტარი:
Post a Comment