არქიტექტურულმა კომპანიამ Finne Architects გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული ნაგებობის რეკონსტრუქციაზე მუშაობა დაასრულა.
სახლი სიეტლის ჩრდილოეთით 25 კილომეტრში, შუა ტყეში მდებარეობს. Finne Architects-მა სახლი მთლიანად გადააკეთა, თუმცა ერთგვარი „სიძველის სული“ მაინც შენარჩუნებულია.
ახალი ფანჯრები, ხის მასალით მოპირკეთებული ინტერიერი, შუშის სახურავი, ოთახების ხელახალი დაგეგმარება – ეს ყველაფერი ისე შესრულდა, რომ ვიზუალურად სივრცე უფრო დიდი გამოჩენილიყო, ვიდრე სინამდვილეში იყო.
ყოველი ოთახიდან ტყის არაჩვეულებრივი ხედი იშლება. სახლის დიზაინი ისეა ჩაფიქრებული, რომ ის მაქსიმალურად უბრალოდ, ე.წ. მწვანე შენობების მსგავსად გამოიყურებოდეს. ამგვარად, ის ერთი მხრივ, ტყის ქოხის შესახებ წარმოდგენას შეესაბამება, მეორე მხრივ კი იდეალურად მოწყობილი თანამედროვე საცხოვრებელის სტანდარტებში ჯდება.
დაათვალიერეთ ტყის სახლის კიდევ რამდენიმე ფოტო:
0 კომენტარი:
Post a Comment