კუნძული, რომელიც ბრიტანელმა მილიარდერმა სერ რიჩარდ ბრენსონმა რამდენიმე წლის წინ იყიდა, დამსვენებელთათვის ნამდვილ სამოთხედ იქცა.
ბრენსონმა გულის ფორმის კუნძული მეიქფისი (Makepease Island), რომელიც ავსტრალიის მდინარე ნუსაში (Noosa) მდებარეობს, 2003 წელს იყიდა. მას შემდეგ კუნძულზე მთელი სასტუმრო კომპლექსი აშენდა და ავსტრალიის ერთ-ერთისაუკეთესო კურორტის სტატუსიც მოიპოვა.
სერ რიჩარდ ბრენსონი ბრიტანელი მილიარდერია, კორპორაცია Virgin-ის დამფუძნებელი, რომელიც 350 სხვადასხვა ფილიალს აერთიანებს – მუსიკალური დისკების მაღაზიებს, ავია და სარკინიგზო კომპანიებს, რადიოსადგურს, გამომცემლობასა და სარბოლო გუნდს.
ბრენსონს საკუთარი სატელევიზიო თოქ შოუც მიჰყავს, ასევე არის მრავალი წიგნის ავტორი და გლობალური დათბობის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი. იგი საზოგადოებისთვის თავისი არასტანდარტული საქციელითაცაა ცნობილი გინესის წიგნში შესვლის მიზნით რეკორდების დამყარების არაერთი მცდელობის გამო. The Times-ის მონაცემებით ბრენსონის ქონება ამ დროისთვის 3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს აჭარბებს.
ახლა რაც შეეხება კურორტს. მეიქფისის გარემო გარკვეულწილად კუნძულ ბალის წააგავს. მისი დაქირავება ნებისმიერს შეუძლია, ვისაც სურვილი და საკმარისი თანხა აღმოაჩნდება.
კუნძულზე ერთი ღამის გათევა 1-დან 8-მდე ადამიანს მთლიანობაში 7,999 აშშ დოლარი დაუჯდება, 20-22 სტუმარს კი მთლიანობაში 14,990 აშშ დოლარი.
კუნძულზე ნაგებობებიც ბალის სტილშია აშენებული და მოწყობილი.
0 კომენტარი:
Post a Comment