Castelletto – ნატურალური ქვით ნაშენი მშვენიერი ვილაა, რომელიც ტოსკანას (იტალია) ერთ-ერთ ძველ დასახლებაში მდებარეობს.
სახლის ისტორია საუკუნეებს ითვლის – ის ისტორიულ წყაროებში პირველად 1213 წელს არის მოხსენიებული. რამდენიმე წლის წინ ნაგებობის მასშტაბური რეკონსტრუქცია განხორციელდა და მას შემდეგ ვილა ქირავდება მათზე, ვისაც ნამდვილ იტალიურ გარემოში დასვენება სურს.
რეკონსტრუირებული ვილის ინტერიერში თეთრთან ერთად მდიდარი მუქი ფერები ფიგურირებს, რის გამოც სახლში ერთგვარი საიდუმლოებით მოცული გარემო იქმნება.
0 კომენტარი:
Post a Comment