მაშინ როცა ზოგიერთი ჩვენი თანამედროვე მონდომებით ცდილობს შუასაუკუნეობრივი ციხესიმაგრეების აშენებას, ციხე-სიმაგრეთა ნამდვილი მფლობელების შთამომავლები მომავლის სახლებში ცხოვრებას ამჯობინებენ. ანუ იქ, სადაც ჰაერის თავისუფალ მოძრაობას, შუქსა და ბუნების ენერგეტიკის შეღწევას ხელს არაფერი უშლის. Maison L – თანამედროვე ფრანგული ციხე-სიმაგრეა სტუდია Pottgiesser Architectures Possibles-სგან. უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი სახელწოდებით Maison L ხუთი სამსართულიანი ბლოკისგან შედგება და არქიტექტურული სტუდია Pottgiesser Architectures Possibles-ს ნამუშევარია.
ბლოკები, რომლებიც მეგობრული ოჯახის საცხოვრებლადაა შექმნილი, 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული და თეთრი ცემენტითაა შელესილი.
კოშკების შიგნით გახსნილი, ეკოლოგიურად სუფთა სივრცეა აქტუალური მინიმალისტური ესთეტიკით, ბეტონის კედლებითა და ჩაშენებული ავეჯით. აქ ძალიან დიდი, გადაუტვირთავი სივრცე ერთგვარი სიმსუბუქის შეგრძნებას იწვევს, დიდი ფანჯრების წყალობით კი კოშკებში თვალწარმტაცი ხედები, ცა და მზის სხივები იჭყიტება






0 კომენტარი:
Post a Comment