სტუდიამ Bercy Chen დააპროექტა რეზიდენცია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის უძველეს მკვიდრთა მიწურების თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
რეზიდენცია მდინარე კოლორადოს ნაპირზე, მიტოვებულ მიწის ნაკვეთზე აშენდა. სახლის ნაწილი მიწის ქვეშაა განთავსებული, ხოლო სახურავი მთლიანად მიწითა და მცენარეებითაა დაფარული.
საცხოვრებლის ამგვარად მოწყობის ტრადიცია საუკუნეების წინ იყო დამკვიდრებული და მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურის სასურველ ნიშნულზე შენარჩუნების საშუალებას იძლეოდა. ამგვარი წესით აშენებულ ნაგებობებში ზამთარში თბილა, ზაფხულის სიცხეში კი სასიამოვნო სიგრილეა, რაც ელექტროენერგიის მაქსიმალურად დაზოგვის პირობაა.
ვიზუალურად და ფუნქციურად რეზიდენცია ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. ის თითქოს ლანდშაფტის გაგრძელებას წარმოადგენს.
შენობა ორ ნაწილად იყოფა. ერთი ნაწილი პრივატულია (საძინებელი და სააბაზანო ოთახები), ხოლო მეორე, ასე ვთქვათ, სოციალური – სამზარეულო, სასადილო და მისაღები ოთახები. იმისთვის, რომ ერთი ნაწილიდან მეორეში მოხვდეთ, ვიწრო გადაუხურავი დერეფანი უნდა გაიაროთ.
ეს პროექტი, ფაქტობრივად, ეკოლოგიურობის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს და არაჩვეულებრივადაა შერწყმული გარემოსთან.
გთავაზობთ ვირტუალურ ტურს თანამედროვე მიწურში:
0 კომენტარი:
Post a Comment