სანტანა არქიპელაგ მადეირას ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ განლაგებული მუნიციპალიტეტია და პროტუგალიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს. ამის მიზეზი, ძირითადად, ტრადიციული პორტუგალიური საცხოვრებელი – პალხეიროსია, რომელიც მეტად თავისებური არქიტექტურით გამოირჩევა.
სანტანა ცნობილია ტრადიციული სახლი -ბუნგალოებით, რომლებიც ჩალითაა გადახურული. მათი სახურავი მიწამდეა დაშვებული და ნაგებობებს სამკუთხედის ფორმას აძლევს.
ამჟამად ამ შენობების დიდი უმეტესობა მხოლოდ ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რის გამოც აქ ყოველწლიურად ათობით ათასი ადამიანი ჩადის მთელი მსოფლიოდან. ჩალის სახურავებს ყოველ ხუთ წელიწადში ცვლიან.
ადრე სოფლის ამ ნაგებობებს ფერმერები იყენებდნენ. სახლს ტრადიციულად თეთრი კედლები და წითელი კარი აქვს, ხოლო ჩარჩოები ლურჯად არის შეღებილი.
ამ რეგიონისთვის მშენებლობაში ჩალის გამოყენება გასაკვირი არ არის, რადგან აქ ყოველთვის მოჰყავდათ ხორბალი. თავად სახლები ჩვეულებრივი მასალებით – ხითა და ქვითაა აგებული. რაც შეეხება შენობების სამკუთხა ფორმას, ის ყოველთვის პოპულარული იყო ადგილობრივ მცხოვრებლებში.
ბუნგალო-სახლების პირველ სართულზე ორი ოთახია განლაგებული, მეორე სართულად სხვენი შეიძლება ჩაითვალოს, რომელსაც ადგილობრივი ფერმერები პროდუქტების შესანახად იყენებდნენ. რაც შეეხება სამზარეულოს, ის ეზოში იყო მოწყობილი.
0 კომენტარი:
Post a Comment