უსასრულო, იგივე ინფინითი აუზები, რომლებიც ქმნიან ილუზიას, თითქოს აუზსა და გარემოს შორის ზღვარი წაშლილია.
ინფინითი აუზების შექმნის იდეა პირველად საფრანგეთში გაჩნდა და შემდეგ სხვა ქვეყნებშიც განხორციელდა. ასეთ რამეს მხოლოდ ძვირადღირებულ სასტუმროებსა და კურორტებზე თუ შეხვდებით, რადგან მსგავსი აუზების მშენებლობის ტექნოლოგიასულაც არ არის იაფი.
ყველაზე შთამბეჭდავი გამწვანებულ გორაკებზე ტერასებად შეფენილი ან ოკეანისკენ მიმართული ინფინითი აუზებია, როცა გიჭირს გაარჩიო, აუზია ბუნების გაგრძელება თუ პირიქით.
მსოფლიოს ულამაზესი უსასრულო აუზები:
ინფინითი აუზი კუნძულ ბორა-ბორაზე.
სასტუმრო „ალილა უბუდის“ აუზი ბალიზე.
აუზი მუნდუქ მოდინგის პლანტაციის ტერიტორიაზე.
კიდევ ერთი უსასრულო აუზი კუნძულ ბალიზე. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ის სივრცეს ერწყმის.
სპა ცენტრ Sha-ს აუზი ესპანეთში.
აუზი სინგაპურში, 57-სართულიანი კონსტრუქციის თავზე (სქაი პარკი.)ეს არაა ინფინითი აუზი კლასიკური გაგებით, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავია.
ზღაპრული აუზი მალდივის კუნძულზე.
კერძო აუზი სამხრეთ კალიფორნიაში.
აუზი-ინფინითი კუნძულ სამალზე, სასტუმროში Blue Jaz.
ასეთი კონსტრუქციები გამოყენებულია თურქეთშიც. მაგალითად სასტუმროში„ვილა მაჰალი“.
აუზი სანტა ბარბარაში.
უსასრულო აუზი ლოს ანჯელესში.
კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ეგზემპლარი ინდონეზიაში.
აუზი, რომელიც ინდოეთის ოკეანეში „გადაიზრდება“.
ეს ლოს კარბოსია. იმდენად ოსტატურადაა ინტეგრირებული გარემოსთან, რომ ერთი შეხედვით შეუძლებელია მიხვდე, რომ ეს აუზია.
ლამაზი აუზი საბერძნეთში, კუნძულ მიკონოსზე წყლის შთამბეჭდავი ფერით.
და ბოლოს არაჩვეულებრივი ეგზემპლარი ტაიტიზე: ოკეანეში „გადაზრდილი“ აუზი ჩამავალი მზის ფონზე.
0 კომენტარი:
Post a Comment