სამხრეთ კორეულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Moon Hoon ქალაქგარე სასტუმრო სახლის პროექტი წარმოადგინა.
სასტუმრო სახლი ჯგუფ Rock It Suda-ს გიტარისტის დაკვეთით შეიქმნა, რომელსაც ამგვარი უცნაური შენობის აგების იდეა ესპანეთში მოგზაურობის შემდეგ გაუჩნდა.
რეზიდენცია სამხრეთ კორეის პროვინცია კანვონდოს ერთ-ერთ სოფელში დამშრალი მდინარის ახლოს აშენდა. ის ექვსი თემატურად განსხვავებული ოთახი-სახლისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ტერასებით უკავშირდება.
ორიგინალურია ინტერიერიც. ასკეტური მოდერნიზმის სტილში გადაწყვეტილ თითოეულ ოთახს თავისი ფერი აქვს – თეთრი, ლურჯი, წითელი, ყვითელი და სხვ. სხვათა შორის, არქიტექტორებმა ჯერ ინტერიერის დიზაინი შეიმუშავეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგნენ ექსტერიერის პროექტზე მუშაობას.
დაათვალიერეთ რეზიდენციის არაჩვეულებრივი ინტერიერისა და ექსტერიერის ფოტოები ჩვენს გალერეაში ;)
Posted in:
0 კომენტარი:
Post a Comment