ადგილმდებარეობა: იტალია, კურორტ რიმინიდან 40 კილომეტრში
გახსნის თარიღი: 1992 წელი
თავისებურება: ბევრი წყლის ატრაქციონი, პლუს აკვაპარკი Mirabilandia Beach.
გასართობი პარკი „მირაბილენდია“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პარკია არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ ევროპაში. პარკი ორი ნაწილისგან შედგება: ესაა ატრაქციონების თემატური პარკი და აკვაპარკი, რომელიც კომპლექსს 2003 წელს დაემატა.
თავისი სტრუქტურით „მირაბილენდია“ ასევე პოპულარულ ევროპულ პარკს – „პორტ ავენტურას“ წააგავს. აკვაპარკთან ერთად ის დაახლოებით 85 ჰექტარს იკავებს. ამ ტერიტორიაზე განთავსებულია 40-მდე ატრაქციონი, რომელთა შორისაც ბევრი მრავალფეროვანი ამერიკული მთებია.
აკვაპარკ Mirabilandia Beach-თან მეზობლობა და უამრავი წყლის ატრაქციონი პარკს არაჩვეულებრივად მიმზიდველს ხდის ზაფხულის ცხელ დღეებში.
აქ დაშვებულია საცურაო კოსტუმებით სეირნობა, რაც მიღებული არ არის სხვა მსგავს პარკებში. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია წყლის ატრაქციონი Niagara, წყლის მთები 15-დან 40 მეტრამდე სიმაღლის დაშვების წერტილებით.
ატრაქციონი Katun
კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ატრაქციონია Katun, ამერიკული მთების ტიპის ატრაქციონის Dragon Khan-ის („პორტი ავენტურა“) ანალოგი. 2002 წლამდე ის ევროპაში ყველაზე სწრაფი (104 კმ/სთ.) და მაღალი (50 მეტრი) ატრაქციონი იყო.
მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ატრაქციონმა განაპირობა პარკის პოპულარობა და უამრავი ახალი სტუმარიც მიიზიდა.
გასართობი პარკის ხელმძღვანელობამ პირობა დადო გახსნას ახალი ატრაქციონი iSpeed, ფორმულა 1-ის სტილში გაფორმებული ამერიკული მთები, რომლის სიგრძე 1 კილომეტრი იქნება, სიმაღლე – 50 მეტრი და 2,2 წამში 100 კმ/სთ. სიჩქარის განვითარებას შეძლებს.
გასართობი პარკის ხელმძღვანელობამ პირობა დადო გახსნას ახალი ატრაქციონი iSpeed, ფორმულა 1-ის სტილში გაფორმებული ამერიკული მთები, რომლის სიგრძე 1 კილომეტრი იქნება, სიმაღლე – 50 მეტრი და 2,2 წამში 100 კმ/სთ. სიჩქარის განვითარებას შეძლებს.
საღამოს Mirabilandia
მრავალფეროვანი ატრაქციონების გარდა „მირაბილენდიაში“ ხშირად იმართება პოპულარული წარმოდგენები, რომლებიც განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.
ყველაზე პოპულარული შოუა Scuola di PoliziaItalian Baywatch („პოლიციის სკოლა“), რომლის დროსაც კასკადიორები მოტოციკლებსა და ავტომობილებზე ასრულებენ ილეთებს.
გარდა ამისა, კარგი სანახავია აკრობატების წარმოდგენები და ულამაზესი საღამოს ლაზერული შოუები.
ტექნიკური დეტალები
მუშაობის დრო: აპრილიდან ოქტომბრის დასაწყისამდე
მუშაობის საათები: 10:00-დან 18:00-მდე. ივლისსა და აგვისტოში 10:00-დან 23:00-მდე.
ბილეთები: უფროსებისთვის – 26,5 ევრო, ხოლო ბავშვებისთვის (1,5 მეტრამდე სიმაღლის) 20,5 ევრო. 1 მეტრამდე სიმაღლის ბავშვებისთვის კი შესვლა უფასოა.
აკვაპარკის ტერიტორიაზე შესასვლელად ცალკე ბილეთია საჭირო.
მირაბილანდიას რუკა:
გასართობ პარკთან და აკვაპარკთან მისვლა შესაძლებელია მანქანით: ავტობანებით А14, А1 საავტომობილო გზამდე Е45 რავენის მიმართულებით, შემდეგ კი გზის გაგრძელება მირაბილენდიას პარკამდე გზის მაჩვენებლებითაა შესაძლებელი.
მატარებლით: მიმართულება რავენა-რიმინი სადგურამდე Lido di Classe. დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეიძლება გასართობი პარკის ვებგვერდზეtrenitalia.com
გასართობი პარკის ოფიციალური საიტია: mirabilandia.it
დაათვალიერეთ Mirabilandia-ს სხვა ფოტოები ჩვენს გალერეაში:
0 კომენტარი:
Post a Comment