hi

Loading...

Monday, December 8, 2014

იაპონია: ხე ინტერიერის დიზაინში

1როდესაც პროექტის დამკვეთმა არქიტექტურულ კომპანიას Hironaka Ogawa & Associates მშობლების კუთვნილ ეზოში საკუთარი სახლის აშენება შეუკვეთა, სთხოვა, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული ძელქვისა და ქაფურის ხეები ამა თუ იმ ფორმით უნდა შენარჩუნებულიყო.
მეორე მხრივ, ხეების მოჭრა არქიტექტორების მთავარი მოთხოვნა იყო, რადგან ეზოში კიდევ ერთი სახლის ასაშენებლად საკმარისი ადგილი არ იყო.
3ამ სიტუაციაში დიზაინერებმა Hironaka Ogawa & Associates-იდან გამოსავალი მაინც მოძებნეს: მოჭრილ ხეებს ტოტების ნაწილიც დააჭრეს, გაწმინდეს და კაგავას პრეფექტურის შენობის ღუმელში კარგად გამოაშრეს, შემდეგ კი  შენობის გამაგრება-გამყარების სისტემაში ინტეგრირებისთვის გამოიყენეს.
2ხეები ინტერიერის დიზაინის საკვანძო ნაწილია და დეკორის სხვა ელემენტები კი მათ ფონზე თითქმის შეუმჩნეველი რჩება. დაათვალიერეთ ინტერიერისა და ექსტერიერის, ასევე სახლის მშენებლობის პროცესის ამსახველი ფოტოები:


456789101112131415161718

0 კომენტარი:

Post a Comment