საპროექტო სტუდია Guz Architects სინგაპურიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აშენებული შთამბეჭდავი “ტროპიკული ციხე-სიმაგრეებითაა” ცნობილი. სტუდიის ბოლო ნამუშევარია ოტელი Coco Privé მალდივის კუნძულ კუდა ჰიტიზე.
პატარა კუნძული კუდა ჰიტი კერძო საკუთრებაა. Guz Architects-მა იქ სულ ექვსი სხვადასხვა ზომის ვილა ააშენა. თითოეულ მათგანს მეტ-ნაკლებად განსხვავებული არქიტექტურა და დიზაინი აქვს.
ვილების ინტერიერში ელეგანტურადაა შეხამებული დიზაინის თანამედროვე მიმართულებები და ტრადიციული ნაციონალური მოტივები. მოპირკეთებისთვის ეკოლოგიურად სუფთა ნატურალური მასალებია გამოყენებული.
გარდა ძირითადი სერვისებისა, Coco Privé-ს სტუმრების განკარგულებაშია ბიბლიოთეკა, ბარი, ღვინის მარანი, ტრენაჟორების დარბაზი და რუსული აბანოც კი
0 კომენტარი:
Post a Comment