პროექტი S11 House სტუდია ArchiCentre-მ წარმოადგინა. სამსართულიანი სახლი მალაიზიის ქალაქ პეტალინგ ჯაიას (Petaling Jaya) გარეუბანშია განლაგებული და მაღალი ხეებითაა გარშემორტყმული.
სახლის დიზაინი ინდუსტრიულ სტილშია შესრულებული. ინტერიერის უმეტესი ნაწილის გასაფორმებლად ნატურალური მასალაა შერჩეული. ბეტონის, ქვისა და აგურის კედლები და ჭერი შელესილი არაა – მათი ფაქტურა დეკორის ელემენტებადაა გამოყენებული.
სახლის პირველ სართულზე განლაგებულია ორიარუსიანი მისაღები ოთახი უზარმაზარი – შვიდი მეტრის სიმაღლის პანორამული ფანჯრით. ოთახს აქვს გასასვლელი ტერასაზე, ასევე სამზარეულო და სასადილო ოთახებში. აქვეა სააბაზანო და გარდერობი, ოთახები მოსამსახურეებისთვის, აუზი და რამდენიმე სამეურნეო ოთახი.
მეორე და მესამე სართულზე განლაგებულია საძინებელი, სააბაზანო და დასასვენებელი ოთახები. სულ რეზიდენციაში შვიდი საძინებელი ოთახია.
0 კომენტარი:
Post a Comment