hi

Loading...

Monday, December 8, 2014

პატარა ხის სახლის დიზაინი

დასასვენებელი ხის სახლი კანადის მთებში, პორტ ჰარდის მახლობლად სტუდია Scott & Scott Architects-მა დააპროექტა და ააშენა. პროექტს Alpine Cabin ეწოდა.
100 კვადრატული მეტრის ფართის პატარა კონსტრუქცია დახვეწილობითა და ერთგვარი მოკრძალებულობით  გამოირჩევა. მისი მშენებლობის პროცესში მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, მყარი მასალა გამოიყენეს, რათა სახლს კანადის მთების მკაცრი კლიმატისთვის გაეძლო.
1
უფრო ზუსტად კი მშენებლობისა და მოპირკეთებისთვის გამოყენებულია სხვადასხვა სახის ხის მასალა, რაც  სახლს მყუდროებას მატებს. პირველ სართულზე განლაგებულია საუნა, ასევე სააბაზანო, სამზარეულო და მისაღები ოთახები, ხოლო მეორე სართულზე კი არის ორი საძინებელი ოთახი და კაბინეტი.
სახლი ეკუთვნის სნოუბორდისტებს, რომლებიც იქ დასასვენებლად ჩადიან. სახლში არ არის ელექტრომომარაგება, თუმცა აქ არის ღუმელი, რომლითაც გათბობის უზრუნველყოფა ხდება. წყალი კი მფლობელებს მეზობლად მდებარე წყაროდან მოაქვთ.
დაათვალიერეთ Alpine Cabin-ის კიდევ 12 ფოტო ჩვენს გალერეაში და ასევე ნახეთ პოსტი ლოიდ ქანის პატარა ხის სახლების შესახებ:
23456789101112

0 კომენტარი:

Post a Comment