გინდათ დაიძინოთ როლს როისში ან კადილაკში? – სასტუმრო V8 Hotel-ში, რომლის დიზაინიც მთლიანად საავტომობილო თემატიკაზეა აგებული,ეს პრობლემა არ არის.
სასტუმროს 34 ნომრიდან თითოეული ავტომობილის სხვადასხვა მარკის ისტორიას ასახავს. საწოლები ძველი მანქანებისგან არის გაკეთებული, კედლები კი ავტომობილების ფოტოებით ან ავტო და საგზაო თემატიკასთან დაკავშირებული აქსესუარებითაა გაფორმებული.
ავტოდიზაინი წვრილმანებამდეა გათვლილი – ძველი ძრავისაგან გაკეთებული მაგიდა, საგზაო ნიშნები და ვარსკვლავებიანი ცა კი – ჭერზე.
რაც შეეხება ფასებს – არც ლიბერალურია და არც მეტისმეტად ძვირი: ერთი ღამის გათევა აქ 150-დან 500 დოლარამდე ღირს.
სასტუმრო შტუტგარტში (გერმანია), მიტოვებული აეროპორტის ტერიტორიაზეა აშენებული. მის მახლობლად კი განლაგებულია Meilenwerk-ის ექსკლუზიური ავტომობილების მუზეუმი.
0 კომენტარი:
Post a Comment