hi

Loading...

Sunday, December 7, 2014

მიკროქოხი NIDO ფინელი დიზაინერისგან

0
ამ ლამაზი და მოსახერხებელი მიკრო კონსტრუქციის პროექტი, რომელიც ტყეში დასვენების მოყვარულთათვის არის განკუთვნილი, ფინელ დიზაინერს რობინ ფალკს (Robin Falck) ეკუთვნის.
ქოხი ფინეთში, სიპუს არქიპელაგზე დიზაინერმა საკუთარი სიამოვნებისთვის ააგო, თუმცა მსგავსი პროექტის შეკვეთა ახლა ნებისმიერს შეუძლია, ვისაც ფალკის მსგავსად ბუნებაში დასვენება უყვარს და სურს, ლამაზ ადგილას პატარა, მცირებიუჯეტიანი სახლი ჰქონდეს.
4
“ჩემს საკუთარ კუთხეზე ფიქრი 2010 წელს დავიწყე. იმავე წელს ეს ლამაზი ადგილი ვიპოვე და კაბინის პირველი მონახაზებიც შევქმენი. მინდოდა, კომპაქტური დასასვენებელი ადგილი მქონოდა”, – წერს რობინ ფალკი თავის ვებსაიტზე.
“პროექტის განხორციელებისას სულ ორი მიზანი მქონდა – ოპტიმალურად დამეგეგმა მცირე სივრცე და ასევე მაქსიმალურად გამომეყენებინა ადგილობრივი, თუნდაც მეორადი სამშენებლო მასალა  ხარჯების შესამცირებლად.”
3
რობინ ფალკს ხის კაბინის ასაგებლად ორი კვირა დასჭირდა. კონსტრუქცია ორსართულიანია პირველ სართულზე მისაღები ოთახი და მიკროსამზარეულოა განთავსებული, მეორე სართულს კი საძინებლის ფუნქცია აქვს.
?????
დიდი პანორამული ფანჯრები დღის შუქის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა. “ღამით კი ფანჯრიდან ვარსკვლავებს და მშვენიერ ბუნებას ვუცქერ”, – ამბობს დიზაინერი.
მან თავის ქოხს Nido უწოდა, რაც იტალიურად ჩიტის ბუდეს ნიშნავს ;)
Nido-ის კიდევ რამდენიმე ფოტო:
RobinFalckNidoCabin1RobinFalckNidoCabin2RobinFalckNidoCabin3RobinFalckNidoCabin4RobinFalckNidoCabin5

0 კომენტარი:

Post a Comment