არქიტექტურული სტუდია RHE-ს მიერ დაპროექტებული დასასვენებელი კომპლექსი, სახელწოდებით Residence One, ერთ-ერთია კურორტ ზილ პასაიონის 17 არაჩვეულებრივი ვილიდან.
თითოეულ ვილას აქვს საკუთარი ხიდი, ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი, რამდენიმეინფინითი (უსასრულო) აუზი და ზოგადად, ყველაფერი, რაც ადამიანს კომფორტული დასვენებისთვის სჭირდება.
კურორტ ზილ პასაიონის ვილები კუნძულ ფელისიტეზეა (სეიშელი) განლაგებული. მათ გასაყიდად 2015 წელს გამოიტანენ.
ოთხსართულიანი Residence One თავისი არქიტექტურით და ინტერიერის დიზაინით ყველა დანარჩენი ვილისგან გამოირჩევა. მას ორი აუზი აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი ულამაზესი შუშის ძირიანი ინფინითი აუზია.
დაათვალიერეთ კუნძულ ფელისიტეს ხედები და Residence One-ს ფოტოები
0 კომენტარი:
Post a Comment