hi

Loading...

Monday, December 8, 2014

ტოკიო: სასრიალო სამსართულიან სახლში

ტოკიო: სასრიალო სამსართულიან სახლში

იაპონურმა არქიტექტურულმა სტუდიამ Level Architects ტოკიოში ყველა ბავშვის ოცნების სახლი დააპროექტა – ნაგებობის სამ სართულს ერთმანეთთან სასრიალო აერთებს.
levelarchitectshousewithslide11
სახლის ერთ მხარეს კიბეებია დამონტაჟებული, მეორე მხარეს კი შთამბეჭდავი ზომისსასრიალო.
levelarchitectshousewithslide10
სასრიალო, რა თქმა უნდა, მესამე სართულიდან ეშვება, მეორე სართულზე “გაჩერებით” და სრულდება პირველ სართულზე, სადაც ფერადი ბურთებით სავსე სათამაშო ზონაა მოწყობილი.
levelarchitectshousewithslide6
სამსართულიან სახლში სამზარეულო, მისაღები, დასასვენებელი და სათამაშო ზონები პირველ სართულზეა მოწყობილი, ხოლო მეორე და მესამე სართულებზე მშობლებისა და ბავშვების საძინებელი და სააბაზანო ოთახები მდებარეობს. ინტერიერის დიზაინი მთლიანად თანამედროვე იაპონურ სტილშია გადაწყვეტილი.
levelarchitectshousewithslide1
დაათვალიერეთ სახლის ინტერიერისა და ექსტერიერის ფოტოები:
levelarchitectshousewithslide2levelarchitectshousewithslide3levelarchitectshousewithslide4levelarchitectshousewithslide5levelarchitectshousewithslide8levelarchitectshousewithslide9

0 კომენტარი:

Post a Comment