ეს არაჩვეულებრივი სპა-ოტელი Lily Beach Resort & Spa, რომელიც დამსვენებლებს ულამაზეს ატმოსფეროსა და არნახულ კომფორტს სთავაზობს, მალდივებზე 2009 წელს გაიხსნა. პლატინის სტატუსი კი ოტელს არაჩვეულებრივი დიზაინისა და იდეალური სერვისის გამო მიენიჭა – ამგვარი რამ რეგიონში პირველად მოხდა.
მალდივის კუნძულების დედაქალაქიდან კუნძულამდე თვითმფრინავს მგზავრები 25 წუთში გადაჰყავს . სტუმრებს ასარჩევად ხუთი ტიპის ვილას სთავაზობენ, რომელთაგანაც თითოეული თავისებურად უნიკალურია და “ხელმისაწვდომი ფუფუნების” პრინციპს შეესაბამება.
ვილების ინტერიერი ხისა და ნატურალური ქვის მასალით არის მოპირკეთებული. თანამედროვე დიზაინისა და ულამაზესი ბუნების შეხამება ნამდვილად არაჩვეულებრივ ეფექტს ახდენს.
ვილებში ღამის გათევის ფასი 700-დან 3000 დოლარამდე მერყეობს. ფასი სეზონსა და ვილის განლაგებაზეა დამოკიდებული.
Posted in:
0 კომენტარი:
Post a Comment