Leaf House – ეს ორიგინალური კონსტრუქცია არქიტექტურული სტუდია Mareines + Patalano Arquitetura-ს დიზაინერებმა და არქიტექტორებმა რამდენიმე წლის წინ დააპროექტეს.
Leaf House იდეალურია ცხელი ტროპიკული კლიმატისთვის. ფოთლის ფორმის თიხის სახურავი სახლს სიცხისაგან იცავს, მრავალრიცხოვან ვერანდებზე კი ოკეანის სასიამოვნო ნიავი უბერავს.
არასტანდარტული ფორმის აუზი თითქოს შეუმჩნევლად ებმება სახლს, “გაივლის” სასადილო ზონასა და არაჩვეულებრივი წყალმცენარეებითა და ტროპიკული თევზებით სავსე მინიატურულ ტბას უერთდება, შემდეგ კი ტერასაზე “გადის” და უკანა ეზოში “აგრძელებს გზას”.
რაც შეეხება ინტერიერს, ის მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალითაა მოპირკეთებული. გამოყენებულია ფიჭვი, ევკალიპტი, ბამბუკი და ნატურალური ქვა.
დაათვალიერეთ არაჩვეულებრივი Leaf House-ს ინტერიერისა და ექსტერიერის ფოტოები ჩვენს გალერეაში:
0 კომენტარი:
Post a Comment