მთებით შემოსაზღვრულ ტერიტორიას, სადაც ეს სახლი დგას, Godswindow ჰქვია. ადგილი კილომეტრებით არის დაშორებული უახლოესი დასახლებული პუნქტიდან და ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს მათთვის, ვისაც სიწყნარეში განმარტოებით ცხოვრება უყვარს.
სახლს ნალის ფორმა აქვს, ისევე როგორც მის ირგვლივ არსებულ გარემოს. ნაგებობის ფორმისა და მოპირკეთების სტილის გაუბრალოება გამიზნულად მოხდა, რათა ყურადღების ცენტრში ბუნების სილამაზე დარჩენილიყო. გარდა ამისა, ეს ერთ-ერთი ყველაზე “მწვანე სახლია” სამხრეთ აფრიკაში.
პროექტი სამი საცხოვრებელი ბლოკით არის წარმოდგენილი. პირველ ბლოკში შედის საერთო ოთახი სასტუმრო და სამზარეულო ზონებით, მეორეში – გასართობი ზონა, ხოლო მესამე ბლოკში ორი კეთილმოწყობილი საძინებელი ოთახი. სახლის შიდა ეზოში არის აუზი და პატიო.
ამჟამად შესაძლებელია სახლის დაქირავება – ერთი ოთახის ფასი ერთი ღამით 290 დოლარია. პარალელურად რეზიდენცია გასაყიდად არის გამოტანილი – მისი ფასი 2,6 მილიონ დოლარს შეადგენს.
0 კომენტარი:
Post a Comment