დიზაინის სტუდიამ გვადალახარადან Hernandez Silva Arquitectos მინიმალისტურ სტილში მოწყობილი სახლის – Casa Lucke Orozco-ს დიზაინი წარმოადგინა.
ეს თანამედროვე ორსართულიანი რეზიდენცია ქალაქის ძველ უბანში მდებარეობს. მისი ტერასებიდან და ფანჯრებიდან არაჩვეულებრივი პეიზაჟი იშლება.
მინიმალისტური ინტერიერის ცენტრალური ფიგურები ხეებია – მფლობელის გადაწყვეტილებით, სახლის მშენებლობის დროს არცერთი ხე არ უნდა მოჭრილიყო. შესაბამისად, დიზაინერებმა ხეები დეკორის ელემენტებად გამოიყენეს, რამაც ინტერიერს ინდივიდუალობა და ორიგინალურობა შემატა.
სახლს რამდენიმე პატარა შიდა ეზო და ბაღი აქვს. ფართო ოთახები არ არის გადატვირთული ავეჯითა და დეკორის ნივთებით – აქ ვერ ნახავთ თუნდაც ერთ უფუნქციო ნივთსაც კი.
მთლიანობაში სახლი არაჩვეულებრივ ეფექტს ახდენს და ბუნებასთან ერთიანობის დემონსტრირების მაგალითადაც შეიძლება ჩაითვალოს.
0 კომენტარი:
Post a Comment