hi

Loading...

Monday, December 8, 2014

INSÓLITO – სიმშვიდისა და ფუფუნების ოაზისი ბრაზილიაში

დახვეწილი ბუტიკ-ოტელი Insólito სიმშვიდისა და ფუფუნების ნამდვილი ოაზისია. ის განლაგებულია ნახევარკუნძულ ბუზიოსზე, რიო დე ჟანეიროდან 2 საათის გზაზე.
1
Insólito-ში სულ 20 ნომერია, რომლებიც გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებით არის დეკორირებული. დეკორაციები ძველი ბრაზილიური ზღაპრებისა და ლეგენდების მოტივებზეა შექმნილი. ოტელის ყოველი ნაგებობისა და ნომრისთვის დეკორის ნივთები თავად მეპატრონემ ემანუელ დე კლერმონტ თონერმა შეარჩია.
თითოეული ნომერი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საინტერესო წიგნების კოლექციით, ასე რომ, ყველას თავად შეუძლია აირჩიოს, რით შეიქციოს თავი. ნომრების უმეტესობას აქვს ტერასა ჯაკუზით, საიდანაც ოკეანის არაჩვეულებრივი ხედი იშლება.
2
უმაღლესი კლასის ნომრებში სტანდარტულ ოთახებთან ერთად შედის დიდი სასტუმრო ოთახი ამერიკული ბარით, სადაც დამსვენებელს თავად შეუძლია კოქტეილის შეზავება.
სასტუმროს მახლობლად 20-ზე მეტი პლაჟია, მათი დათვალიერება და სასურველის არჩევა სასტუმროს კუთვნილი კატერებით შეიძლება.
დაათვალიერეთ ბუტიკ-ოტელ Insólito-ს დანარჩენი ფოტოები ჩვენს გალერეაში:


3456789101112131415161718

0 კომენტარი:

Post a Comment