hi

Loading...

Monday, December 8, 2014

FISH HOUSE – ეგზოტიკური სახლი სინგაპურში

4
Fish House – ეგზოტიკური რეზიდენციაა სინგაპურში, რომლის დიზაინიც საპროექტო სტუდია Guz Architects-მა შეიმუშავა.
სახლის დაპროექტებისას მთავარი იდეა ზოგადად ბუნებასთან სიახლოვის საჭიროების ხაზგასმა და არსებულ ლანდშაფტზე მორგება იყო. არქიტექტორებმა ეს პირობა საკმაოდ ოსტატურად შეასრულეს – Fish House თანამედროვე ტროპიკული ბუნგალოა, რომელიც იდეალურად არის ინტეგრირებული გარემოსთან.
12
სახლის მშენებლობისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული სინგაპურის კლიმატური პირობებიც. შენობა ისეა დაპროექტებული, რომ უზრუნველყოფილია მისი ბუნებრივი ვენტილაცია. დაპროექტებისას არქიტექტორები შეეცადნენ, რაც შეიძლება მეტი შუშის ელემენტი (სახლის კედლების 1/2 შუშისაა) გამოეყენებინათ, რათა სახლის მაცხოვრებლებს საშუალება ჰქონოდათ შეძლებისდაგვარად დიდხანს ესარგებლათ დღის განათებით. 
3
Fish House-დან არჩვეულებრივი ხედი იშლება ზღვაზე. საღამოობით სახლის მფლობელებს შეუძლიათ დასხდნენ და საათობით დატკბნენ ლამაზი ხედით არანაკლებ ლამაზი ტერასიდან, რომელიც პირდაპირ აუზშია “შეჭრილი”.
რაც შეეხება თავად აუზს, მასში Guz Architects-ის ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი რამდენიმე მწვანე კუნძულია, რაც პროექტს მეტ ორიგინალობასა და  შარმს ანიჭებს. 
1
ოთახები საკმაოდ ვრცელი, სადა და ფუნქციურია. აქ ვერ ნახავთ რაიმე ნივთს, რომელიც მხოლოდ დეკორისთვის გამოიყენება. Fish House-ში ყველაფერი საჭირო და აუცილებელია.
3
უფუნქციოდ არც სახურავია დარჩენილი – მასზე არაჩვეულებრივი ბაღია გაშენებული, რომელიც რამდენიმე წელიწადში ნამდვილ ტყედ შეიძლება გადაიქცეს ;)


2567891011

0 კომენტარი:

Post a Comment