hi

Loading...

Monday, December 8, 2014

ბორტონის მინიატურული ასლი

1
ეს საოცარი კომპოზიცია – სოფელ ბორტონის მინიატურული ასლი, ან როგორც მას უწოდებენ, ბორტონი წყალზე (Bourton-on-the-Water) ისტორიულ ძეგლად არის აღიარებული.
ბორტონის მინიატურული ასლი გლოსტერშირში (ინგლისი) 1937 წლის მაისში გაიხსნა. სოფლის ასაშენებლად (მასშტაბით 1:9) ადგილობრივ მშენებლებს ხუთი წელი დასჭირდათ.
სულ 117 ქვის შენობა აიგო. სოფლის დეტალიზება იმდენად კარგადაა გათვლილი, რომ მაგალითად, ეკლესიის შენობაში ძელსკამები და დასაჩოქი ადგილები შეიძლება დაინახოთ.
მოდელი ზუსტად იმეორებს სოფელს. ზოგიერთი შენობა, რომელსაც აქ შეხვდებით, მე-16 საუკუნით თარიღდება.
2
ეს ღირშესანიშნაობა სასტუმრო The Old New Inn-ის ბაღში  სასტუმროს მფლობელების – მორისების ოჯახის შეკვეთით აიგო.
3
მორისები სასტუმროსა და სოფლის მოდელს 1999 წლამდე ფლობდნენ, შემდეგ კი ჯულიან და ვიკი ატერტონებს მიყიდეს.
“ახლა ჩვენ ამ ეროვნული ღირშესანიშნაობის მცველები ვართ და ეს ჩვენთვის დიდი პატივია”, – ამბობს ვიკი ატერტონი.
“ძალიან მიხარია, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების ნამუშევარს ვუვლით და  ისტორიას მომავალ თაობებს ვუნახავთ”.
“ბენტონის მოდელს მუდმივი ტექნიკური მომსახურება ჭირდება და ჩვენც ყოველნაირად ვცდილობთ, ის ზუსტად შეესაბამებოდეს რეალურ სოფელს. მაგალითად, მაღაზიები ხშირად იცვლიან მფლობელს და შესაბამისად აბრებიც იცვლება – დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ არაფერი გამოგვრჩეს და მინიატურული შენობების აბრები რეალურს შეესაბამებოდეს”, – აღნიშნავს ვიკი.


4567891011121314

0 კომენტარი:

Post a Comment