შენობაში, რომელიც ოდესღაც წისქვილის საწყობად გამოიყენებოდა, დღეს მყუდრო სახლია მოწყობილი. მიტოვებული ნაგებობა ტარაგონას პროვინციაში (ესპანეთი) რამდენიმე წლის წინ ერთმა მეღვინემ შეისყიდ. სარესტავრაციო სამუშაოების წარმოება საპროექტო ბიურო Studio MINIM-ს დაევალა.
სახლის ძირითადი არქიტექტურული ელემენტები სავალალო მდგომარეობაში იყო და სერიოზულ რეკონსტრუქციას, ხშირ შემთხვევაში კი მთლიანად გამოცვლას საჭიროებდა.
სახლის საერთო ფართი 140 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მისი შიდა დაგეგმარება გახსნილი ტიპისაა. სამშნებლო და აღდგენითი სამუშაოებისთვის რეგიონის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ეკოლოგიურად სუფთა მასალა გამოიყენეს – ხე, ქვა და აგური.
შენობას განსაკუთრებულ შარმს დაუმუშვებელი ხის მორებისგან გაკეთებული ჭერის კონსტრუქცია ანიჭებს.
ყოფილი წისქვილის შენობის სვეტები და ქვის კედლები თავდაპირველი სახით შეინარჩუნეს, ამ დეტალებს შიდა სივრცის რეორგანიზებისთვის მხოლოდ კიბე დაემატა. კიბეს მეორე სართულზე ავყავვართ, სადაც არქიტექტორებმა საძინებელი ზონა დააპროექტეს.
პირველი სართული კი მთლიანად სამზარეულო და მისაღებ ოთახებს უჭირავს.
თუმცა, სახლის მშვენება მაინც სარდაფია, სადაც მრავალი წლის წინაც ღვინის საცავი იყო და არც ახალ მფლობელს მოსვლია აზრად მისი გადაკეთება.
დაათვალიერეთ სახლის დანარჩენი ფოტოები ჩვენს გალერეაში:
About
0 კომენტარი:
Post a Comment