hi

Loading...

Monday, December 8, 2014

BR HOUSE – მინიმალიზმი, ბუნება და სივრცე

1
ეს ულამაზესი სახლი, რომელსაც BR House ეწოდება, ბრაზილიის ერთ-ერთ ტროპიკულ ტყეში, სოფლის ტიპის დასახლების ახლოს მდებარეობს. არქიტექტორ მარსიო კოგანის (Marcio Kogan) დაპროექტებული ნაგებობა ორგანულად ჩაჯდა ხელუხლებელ ბუნებაში და თითქოს მის ნაწილად იქცა. თანაც ისე, რომ მშენებლობის დროს ერთი ხეც კი არ მოჭრილა, მხოლოდ რამდენიმე ბუჩქი და ნერგი გადარგეს ეზოში.
2
ყველა ხე, რომელიც პროექტის ტერიტორიაზე მოხვდა, ახლა სახლშია “ამოზრდილი”. მასიური საყრდენები, რომლებიც ხის მორებს წააგავს, ხშირი ტყე და შუშის კედლები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სახლი ტყეს ეკუთვნის. იმავდროულად, არც ნაგებობა იკარგება ტყის ფონზე. ბალანსი და ჰარმონია – ესაა ამ პროექტის საიდუმლო.
3
ღამით BR House სახლი შუქის მძლავრი წყაროა. განათების ფონზე იქაურობა კიდევ უფრო ლამაზი ჩანს. მოკლედ, არის აქ რაღაც პოეტური ;)
თუმცა, არც სახლის პრაქტიკულ-ფუნქციური მხარის იგნორირება შეიძლება. 
საცხოვრებელი ზონა სახლის მეორე სართულზეა მოწყობილი, სადაც არის ყველა ძირითადი ოთახი. პირველი სართული კი მთლიანად სამეურნეო ფართს უჭირავს.
რაც შეეხება ინტერიერს, ის მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი. ყველა ვიზუალური ბარიერი, რომელსაც სახლისა და ბუნების “ინტეგრირებისთვის” ხელის შეშლა შეეძლო, აღებულია. მხოლოდ გადატიხრული საძინებელი ზონები შეგვახსენებს, რომ ზოგჯერ ადამიანს განმარტოება სჭირდება.
სახლსა და ეზოში, ფაქტობრივად, არ არის დეკორის არცერთი ნივთი – აქ მხოლოდ აუცილებელი ავეჯი, სივრცე და ულამაზესი ბუნებაა. 
BR House-ს ინტერიერისა და ექსტერიერის კიდევ რამდენიმე ფოტო FRIDAY-ს გალერეაში:


4567891011

0 კომენტარი:

Post a Comment