არქიტექტურულმა კომპანიამ studioWTA ნიუ ორლეანში მიტოვებული ისტორიული ნაგებობის რეკონსტრუქციის პროექტი შეიმუშვა და სამხატვრო გალერეად გადააქცია.
გალერეას უცნაური სახელი აქვს – Arthur Roger@434 და განკუთვნილია თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების დემონსტრირებისთვის.
არქიტექტორებისა და დიზაინერების ძირითადი ამოცანა შენობის ისტორიულ ელემენტებზე აქცენტების გაკეთება და გაშლილი სივრცის დეკორირება იყო.
გალერეის საერთო ფართი 170 კვადრატულ მეტრს შეადგენს, თუმცა განათებისა და დეკორატიული ელემენტების წყალობით დიზაინერებმა ვიზუალურად ფართო სივრცის შექმნა მოახერხეს.
ცენტრალური ხის სვეტები, რომლებიც ერთი შეხედვით ბეტონის კონსტრუქციას წააგავს, შენობას “წინა ცხოვრებიდან” შემორჩა. ოდესღაც აქ ლიფტის შახტა ყოფილა. სვეტები დრამატულ ეფექტს ქმნის და გალერეის ერთგვარ ექსპონატსაც წარმოადგენს.
მოძრავი პანელები კონფიდენციალობის, სიმყარისა და სივრცითი ერთიანობის უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება.
დეკორისთვის ასევე გამოყენებულია როგორც ძველი (ისტორიული შენობიდან შემორჩენილი აგურის კედლების დეტალები, ძველი მატრასი და სხვ.), ისე ახალი ნივთები.
ვინტაჟური და მოდერნისტული ელემენტების შერწყმა, პროექტის ავტორთა განმარტებით, ისტორიისა და თანამედროვეობის კავშირს უსვამს ხაზს.
0 კომენტარი:
Post a Comment