ეს ტრადიციული ვილა, რომელიც საბერძნეთის კუნძულ ანტიპაროსზე მდებარეობს, საკმაოდ უჩვეულოა. საქმე ისაა, რომ ვინც მას დაიქირავებს, “მზითევში მოჰყვება” წისქვილის ულამაზესი შენობა, რომელიც კარგა ხანია, პირდაპირი დანიშნულებით აღარ გამოიყენება.
რამდენიმე წელია, ის საცხოვრებელ ფართად არის გადაკეთებული და არანაკლებ კეთილმოწყობილია, ვიდრე მთავარი ვილა.
ყოფილი წისქვილის შენობაში საძინებელი ოთხების გარდა, არის დიდი სასადილო და სამზარეულო, ასევე სააბაზანო და მისაღები ოთახიც.
წისქვილის გადაკეთებისა და დეკორირებისას, რა თქმა უნდა, გვერდი არ აუვლიათ ბერძნული ვილის დამახასიათებელი სტანდარტული “ნაკრებისთვის” – აქ არის თეთრ-ლურჯი ექსტერიერი, აუზი ზღვის წყლით და რამდენიმე აივანი თუ ტერასა, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება.
დაათვალიერეთ ბერძნული ვილისა და ყოფილი წისქვილის ფოტოები ჩვენს გალერეაში:
0 კომენტარი:
Post a Comment