hi

Loading...

Monday, December 8, 2014

ეკო სასტუმრო DAR HI ტუნისში

ნეფთა – ქალაქი და ოაზისი ტუნისში, რომლის ცენტრშიც არქიტექტორმა მათალი ქრასეთმა (Matali Crasset) პატრიკ ელიარგისა (Patrick Elouarghi) ფილიპ ქაფელეთან (Philippe Chapelet) ერთად ეკო ოტელი Dar HI ააშენეს.
ოტელის საერთო ტერიტორია 2,347 კვადრატულ მეტრს შეადგენს. შენობა დაცულია მაღალი კედლით და შორიდან მოზრდილი სოფელი გეგონებათ.
Dar HI სტუმართმოყვარეობისა და მშვიდი გარემოს ახალ კონცეფციას წარმოადგენს.
მათალი ქრასეთი თავის ნამუშევრებს საფუძვლად პრაქტიკულობას უდებს, პატრიკ ელიარგი და ფილიპ ქაფელე კი, რომლებიც ბიზნესმენები არიან, მიჩვეული არიან დროისთვის გასწრებას და უპირატესობას ყოველივე მოდურსა და ინოვაციურს ანიჭებენ . ოტელის კონცეფციის დამუშავებისას შეჯერებული ამდენი და ასე განსხვავებული შეხედულების დამსახურებით, შედეგი ძალიან საინტერესო გამოვიდა. ეკო სასტუმრო Dar HI არ გავს არცერთ სხვა სასტუმროს – ის ნამდვილად განუმეორებელია.
კონცეფციის ნაწილი შემქმნელებს თავად ბუნებამ უკარნახა. უდაბნო სპეციალურად შეირჩა, რათა თავი აერიდებინათ სტანდარტული ტურისტული მარშრუტებისთვის ტრივიალობისთვის. სწორედ სოფლებშია შემორჩენილი აუთენტურობა და ნაციონალური ღირებულებები ანუ ნამდვილი ტუნისი. პატარა კერძო სასტუმროების მსგავსად , რომლებიც სტუმრებს ღამის გათევასა და საუზმეს სთავაზობენ, Dar HI დამსვენებლებს უშუალო, უბრალო და მეგობრულ ატმოსფეროს უქმნის. აქ შეიძლება მთელი დღეების განმავლობაში იზარმაცო, იწვე, იკითხო ან ივარჯიშო, მედიტირებით დაკავდე, დრო გაატარო სპა სალონში, დაათვალიერო შემოგარენი – მოკლედ, შეგიძლია აკეთო ყველაფერი, რაც მოგესურვება ისე, რომ არავინ შეგაწუხოს.
გარდა ამისა Dar HI-ში გათვალისწინებულია სპეციალური ტერიტორიები ერთგვარი თემებით, ადგილობრივი ტრადიციებისა და ცხოვრების წესის გათვალისწინებით. ისინი სტუმრებს მაქსიმალური გახსნილობისა და გულწრფელი საუბრებისკენ უბიძგებენ. სტუმრებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დატკბნენ საუკეთესო სამზარეულოთი – დააკვირდნენ შეფ-მზარეულების მუშაობას და თუ სურვილი აქვთ, მიეხმარონ კიდეც.
გარდა ამისა, სასტუმროში არის დასასვენებელი ზონა – ბიბლიოთეკა, მისაღები ოთახი და პატარ-პატარა მაღაზიები ეთნიკური არტის ნიმუშებით.
Dar HI-ს ასევე აქვს საკუთარი ბაღი და ბოსტანი, სადაც გამოჰყავთ ორგანული ბოსტნეული, რათა შემდეგ ადგილობრივმა მზარეულებმა ნაციონალური სამზარეულოს კერძები დაამზადონ. ნებისმიერ სტუმარს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია დარგოს, დათესოს, მოუაროს ნათესებსა და ნარგავებს, რაც ნამდვილი თერაპიაა ურბანული გარემოსგან დაღლილი ადამიანისთვის. სასტუმროს ერთ-ერთი კონცეფცია სპა სალონიცაა, რომელიც ფუნქციონირებისათვის მთლიანად ბუნებრივ ენერგიას იყენებს – აქ წყალს მზეზე ათბობენ, რაც მოცემულ კლიმატურ პირობებში სავსებით ლოგიკურია.
დაათვალიერეთ Dar Hi-ს ფოტოები:


12345678910111213141516171819202122

0 კომენტარი:

Post a Comment