hi

Loading...

Monday, December 8, 2014

სტივ გერმანის შუშის პავილიონი

არაჩვეულებრივი სახლი კალიფორნიაში დიზაინერ სთივ გერმანისაგან 28,500,000 მილიონად გაიყიდა. შუშის პავილიონი  (The Glass Pavilion) განთავსებულია მუხის ჭალაში და 1,4 ჰექტარი ტერიტორია ეკუთვნის. ის პრაქტიკულად მთლიანად შუშისაგანაა აგებული, რაც მფლობელებს საშუალებას აძლევს ერთდროულად იყვნენ სახლში და თავი იგრძნონ ბუნების ნაწილადაც.
ეს მოდერნისტული პროექტი იდეალურად იქნა შემუშავებული, გათვლილია უმცირესი დეტალებიც კი. ამ სახლის აშენებას და დიზაინის მოწყობას 6 წელი დასჭირდა.
მისი ერთ-ერთი მთავარი შტრიხი გალერეაა, სადაც მფლობელს ვინტაჟური მანქანების კოლექცია აქვს. გალერეა იმდენად ფართოა, რომ 32 ავტომობილის დატევა შეუძლია. როგორც აღვნიშნეთ სახლის ფართი 1400 კვადრატული მეტრია, ასე რომ მფლობელებისთვისაც მოიძებნება კომფორტული კუთხე ;)
სამზარეულოსა და სააბაზანო ოთახების მოსაპირკეთებლად კომპანია Varena-ს, Poliform-ისა და Antonio Lupi-ის ძვირადღირებული მასალებია გამოყენებული. ინტერიერის ელემენტები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის დროს არის შეძენილი, იდეალურად არის შერჩეული ამ საკმაოდ თავისებური ნაგებობისთვის.
სახლის პროექტის ავტორების მიზანი იყო, შეექმნათ აბსოლუტური იდილია და შესაძლოა მათ ამ მიზანს მიაღწიეს კიდეც – სახლს ბადალი არ აქვს მსოფლიო მასშტაბით. და ერთგვარად ეპოქის სიმბოლოდაც გამოდგება, როცა ადამიანებმა კვლავ დაიწყეს ბუნების დაფასება.  საინტერესოა, რომ შორიახლოს მდებარე სახლის მფლობელია ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი 2000 წლის არჩევნებზე ელ (ალბერტ ) გორი, აქვე ცხოვრობენ ოფრა უინფრი, სტივ მარტინი, ჯეფ ბრიჯესი, ჯონ ქლიზი.


12345678910111213141516171819

0 კომენტარი:

Post a Comment