hi

Loading...

Monday, December 8, 2014

ბარსელონა: სახლი ყოფილ თავშესაფარში

არაჩვეულებრივ სახლს, რომელსაც ამ პოსტში შევეხებით, უცნაური ისტორია აქვს – თავიდან აქ საჯინიბო იყო, შემდეგ თავშესაფარი და შემდეგ კი სტამბა. დღეს კი ამ ბარსელონაში მდგომ ამ შენობაში ლამაზი აპარტამენტია – მთლიანად სახეცვლილი და გარემონტებული. შენობის „ახალი ცხოვრება“დიზაინერების ნებიტო ესკატისა და ალბერტო როვირას წყალობით დაიწყო.
ესკატი და როვიტა არქიტექტურულ სტუდია Minim-ს წარმოადგენენ და უშუალოდ ლოფტებსა და ქალაქური ტიპის აპარტამენტის დიზაინზე არიან სპეციალიზებული.
ყოფილ თავშესაფარს სამკუთხა ფორმა და ორი სართული აქვს, რომელთაგან თითოეული განსხვავებულად არის დეკორირებული. ამ ტიპის ნაგებობსა კარგად მოერგო კლასიკური ინტერიერი – აგურის შეულესავი კედლები და მაღალი ჭერი, ოთხებში კი მსუბუქი და ღია ფერებში გადაწყვეტილი დიზაინი. საინტერესოდაა შერჩეული ავეჯიც – ლოფტში წარმოდგენილია ერთდროულად რამდენიმე სტილისა და მიმართულების ავეჯი, რაც საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება. საერთო ჯამში აპარტამენტი საკმაოდ ცოცხალი და ელეგანტურია და იდეალურად შეეფერება შემოქმედებით ადამიანებს.
დაათვალიერეთ „ყოფილი თავშესაფრის“ ფოტოები:


13456789101112

0 კომენტარი:

Post a Comment