ფერმერის სახლი Jamberoo, რომელიც სიდნეის შემოგარენში მდებარეობს, სტუდია Casey Brown Architecture-მ დააპროექტა. პროექტის შემუშავებისას არქიტექტორებმა მხედველობაში მიიღეს ავსტრალიის ჭირვეული კლიმატი, რომელიც ამ ადგილებში ძლიერი წვიმებითა და მზიან ამინდებში მაღალი ტემპერატურით ხასიათდება.მასშტაბური რეზიდენცია მწვანე გორაკებითაა გარშემორტყმული, საიდანაც მიდის გზა სანაპიროსკენ. სახლიდან ოკეანის დანახვაც შეიძლება. სახლს აქვს მოზრდილი დასასვენებელი და გასართობი ზონები, ოთხი მყუდრო საძინებელი ოთახი და განცალკევებით მდგარი სასტუმრო ბლოკი.მთლიანობაში ფერმერის სახლი Jamberoo სამი პავილიონისაგან შედგება, რომლები ერთმანეთს შუშის გასასვლელებვით უკავშირდება. სახლისინტერიერის მოსაწყობადაც მხოლოდ ხის მასალაა გამოყენებული. რბილი ავეჯის გამოკლებით, ხისგანაა დამზადებული ყველაფერი – მაგიდა სკამები, სათვსოები და სხვა დეტალები. ინტერიერში, რომელიც გაშლილი ფართის პრინციპითა დაპროექტებული, ფაქტობრივად, არ გვხვდება დეკორის ნივთები – აქ მხოლოდ აუცილებელი ავეჯი და უზარმაზარი სივრცეა. ფერმერის რეზოდენციის ექსტერიერი ჰარმონიულად ერწყმის გარემოს, უზარმაზარი ფანჯრები კი (ჭერიდან იატაკამდე) შენობებს თანამედროვე იერს ანიჭებს და ამსხვრევს სტერეოტიპს ფერმერის ტრადიციული სახლის შესახებ.
0 კომენტარი:
Post a Comment