არაჩვეულებრივი ტროპიკული ვილა Waterfall Bay განლაგებულია ოკეანის წყნარ სანაპიროზე მარლბორო საუნდსის ყურეში (ახალი ზელანდია).
სახლი დააპროექტა სტუდიამ Bossley Architects, რომელმაც ხაზი გაუსვა შენობის ირგვლივ ხელშეუხებელი ბუნების სილამაზეს და თითქმის იდეალური, ეკოლოგიურად სუფთა სახლი შექმნა. ამ ნამუშევრისთვის Bossley Architects-მა მთელი რიგი ჯილდოები მიიღო.
ე.წ. მწვანე სახლის პრინციპებით აშენებული ვილა ორსართულიანია. პირველ სართულზე განლაგებულია სასტუმრო ოთხები, ზედა სართული კი მთლიანად მისაღებ ოთახს უკავია. მთავარი საძინებელი ცალკე ბლოკშია განთავსებული და სახლის ძირითად შენობას შუშის ხიდით უკავშირდება.
0 კომენტარი:
Post a Comment