ეს არაჩვეულებრივი შალეს ტიპის რეზიდენცია, რომელიც საკურორტო ქალაქ უისთლერში (ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) მდებარეობს, ახლახან გასაყიდად გამოიტანეს. მისი ფასი 8,5 მილიონ აშშ დოლარია.
რეზიდენცია, რომლის ფართობიც 557 კვადრატულ მეტრს შეადგენს, 2009 წელს აშენდა და თანამედროვე სტილის მოყვარულთათვისაა განკუთვნილი.
რეზიდენციის ექსტერიერი და ინტერიერი უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალითა მოპირკეთებული. უმეტესად გამოყენებულია ხე და ნატურალური ქვა, რომლებიც კარგად ეხამება დეკორის ნივთების ნეიტრალურ ფერთა გამას და სახლში არაჩვეულებრივად მყუდრო გარემოს ქმნის.
დაათვალიერეთ ელეგანტური სახლის ფოტოები ჩვენს გალერეაში:
0 კომენტარი:
Post a Comment