hi

Loading...

Monday, December 8, 2014

თანამედროვე ნოეს კიდობანი

სერბმა არქიტექტორებმა ალექსანდარ იოკსიმოვიჩმა და ელინა ნიკოლიკმა წარმოადგინეს მოტივტივე ქალაქის ინოვაციური კონცეფცია, რომელიც ნოეს კიდობნის თანამედროვე ვერსიაა.
1
კონცეფციის თანახმად, ბუნებრივი კატაკლიზმების შემთხვევაში მოტივტივე ნაგებობა ადამიანებს და ცხოველებს სიცოცხლის შენარჩუნებაში დაეხმარება.
კუნძული-ქალაქი თვითკმარი იქნება – ადამიანებს შეეძლებათ  ბაღებისა და ბოსტნების გაშენება, შინაური ცხოველებისა თუ ფრინველების გამოკვება და მოვლა, თევზის მოშენება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა აუცილებელი ნივთის წარმოება.
2
კონცეფცია “კიდობანში” თითქმის სრულყოფილი ქალაქის შექმნის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს თავისი ინფრასტრუქტურით. 
3
თანამედროვე ნოეს კიდობანი  ოკეანის ფსკერზე დრეკადი კაბელებით უნდა იყოს მიმაგრებული და გარშემორტყმული ჰქონდეს 61 მეტრის სიმაღლის კედლები.
მოტივტივე მიწაზე გათვალისწინებულია სრულყოფილი ცხოვრებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტი. მათ შორისაა კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრები, ფერმერული მეურნეობები, ბაღები და ბოსტნები, სპორტული და დასასვენებელი მოედნები, საცურაო ზონა, საავადმყოფო, საოფისე და საცხოვრებელი სივრცე, ცხოველებისა და ფრინველების რეზერვაცია, პორტი და სასტუმროებიც კი.
4


კუნძულის ელექტრომომარაგება ტალღების, ქარისა და მზის ენერგიაზე მომუშავე პანელებით მოხდება. 

0 კომენტარი:

Post a Comment