ნასირ ალ-მალქის მეჩეთი ან როგორც უფრო ხშირად უწოდებენ, ვარდისფერი მეჩეთი შირაზში (ირანი) მდებარეობს.
მშვენიერი ნაგებობის არქიტექტურა და დიზაინი მუჰამედ ჰასან-ე-მემარსა და მუჰამედ რეზა კაში პეზ-ე-შირაზის ეკუთვნით. მეჩეთის მშენებლობისას გამოყენებული იყო ისეთი ტრადიციული ელემენტები, როგორებიცაა panj kāseh-i (ხუთი თაღი), ვიტრაჟული ფერადი შუშის ფასადები, მოხატული თაღები თუ ნიშები და სხვ.
მეჩეთში ვიტრაჟებიდან შემომავალი “შეფერილი სინათლე” კედლებსა და იატაკს ეცემა და განსაკუთრებულ ემოციურ ატმოსფეროს ქმნის.
ნასირ ალ მალქის მეჩეთს ვარდისფერ მეჩეთად მშვენიერი მოვარდისფრო ფილებით მოპირკეთებული ინტერიერის გამო მოიხსენიებენ.
მეჩეთი 1876-88 წლებში (ქაჯარის ხანაში) ქაჯარის დინასტიის მთავრის, მირზა ჰასან ალი ნასირ ალ მოლქის თაოსნობით აშენდა. მეჩეთი დღემდე მოქმედია, მას ნასირ ალ მალქის საქველმოქმედო ფონდი მფარველობს.
0 კომენტარი:
Post a Comment