დღეს მანსარდა ქვია ნახევრადსხვენული ტიპის საცხოვრებელ თუ სხვა დანიშნულების ფართს, რომელიც ქვემოთ მდებარე შენობის კედლების ფარგლებშია და მის ფასადს სახურავის ზედაპირი ქმნის. არსებობს სხვადასხვა მანსარდული ტიპის სათავსები, რომლებიც სამ ძირითად ჯგუფში ერთიანდება:
- ორდონიანი მანსარდული სართული;
- განცალკევებული, ერთდონიანი მანსარდული სართული;
- ანტრესოლის სტილში ორგანიზებული მანსარდული სართული შენობის ზედა სართულის ორდონიანი განვითარების პირობებში.
მანსარდის, როგორ შენობის ძალიან სპეციფიკური ნაწილის მშენებლობა ბევრი პირობის შესრულებას მოითხოვს როგორც პროექტირების სტადიაზე, ისე უშუალოდ მშენებლობის მიმდინარეობისას. მანსარდის პროექტირების დროს უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი მომენტები:
- მანსარდის გეგმა უნდა იყოს შენობის მთლიანი გეგმის ნაწილი;
- მანსარდულ სათავსებსა და შენობის საკომუნიკაციო სტრუქტურას შორის უნდა იყოს უშუალო კავშირი;
- განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ვერტიკალური ან დახრილი ფანჯრების შერჩევას და მომავალი ინტერიერის გათვალისწინებით მათი განთავსების ადგილს;
- თუ მანსარდის მშენებლობა მიმდინარეობს უკვე აშენებული და დასახლებული შენობის თავზე, აუცილებელია სამუშაოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სპეციალური მეთოდების გამოყენება;
- მანსარდის კონსტრუქციული სქემისა და დეტალების შერჩევა ძირითადი შენობის კონსტრუქციული და არქიტექტურული ფორმების მოთხოვნებთან შესაბამისად უნდა მოხდეს;
- აუცილებელია პროექტირების ეტაპზე მყოფი და არსებული ინჟინერული სისტემების „ურთიერთთანამშრომლობისა“ და მათი შეუფერხებელი და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა.
- სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია კონსტრუქციის ტიპისა და თავისებურებების დადგენა;
- მანსარდული სართულის აგებისას თითქმის ყოველთვის გამოყენება მსუბუქი სამშენებლო მასალები კედლებზე დატვირთვის შემცირებისა და სამუშაო ადგილზე მასალების ტრანსპორტირების პროცესის გასაიოლებლად;
- მანსარდის შიდა შემოღობვა უმჯობესია თაბაშირ-მუყაოს ფურცლებით მოხდეს;
- გადასახური საფარის შერჩევისასაც საიმედოობისა და წონის შემცირების მოსაზრებებით უნდა იხელმძღვანელოთ;
- მანსარდულ სართულს აუცილებლად ჭირდება თბოიზოლაციის დამატებითი საშუალებების გამოყენება. გარე მხრიდან აჯობებს ჰიდროიზოლაციის ფენის დამატება, შიდა ნაწილში კი ორთქლიზოლაციის ფენისა;
- მანსარდის გათბობისა და ელექტროობის სისტემები აჯობებს იყოს ავტონომიური, წყალი კი შენობის ერთიანი წყალსადენ სისტემასთან უნდა იყოს მიერთებული.
დაათვალიერეთ თანამედროვე მანსარდების ფოტოები Friday-ს გალერეაში:






0 კომენტარი:
Post a Comment